ვიდრე „იუესეიდის“ საქმიანობასთან დაკავშირებით ტრამპის და მისი ადმინისტრაციის ბრალდებებს მოვისმენდით, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო არაერთხელ გახდა „ქართული ოცნების“ ლიდერების მიმართვისა და შეკითხვების ადრესატი, საქართველოში დახარჯული ფინანსების მიზნობრიობასთან დაკავშირებით. საერთაშორისო დონორები ქვეყნის ხელისუფლებამ არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, შიდა პროცესებსა და არჩევნებში ჩარევაში რამდენჯერმე დაადანაშაულა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დღეს უკვე ვაშინგტონისთვისაც ცხადი გახდა ის რაზეც ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად საუბრობენ.
რა შეფასებები მოჰყვა თბილისში „იუესეიდის“ საქმიანობასთან დაკავშირებით ამერიკის ახალი ადმინიტრაციის ხმაურიან განცხადებებს, ამას ანა ბროლაძე გაგვაცნობს.