USAID-ის ფაილები
რა გავლენა ჰქონდა „იუესაიდს“ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე – ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე გასაჯაროებული შიდა მიმოწერის დოკუმენტები ქართულ პოლიტიკურ წრეებში აქტუალობას არ კარგავს.
გამოქვეყნებული დღემდე უცნობი მასალები დეტალურად ასახავს, რა მიზნებისთვის და ვისი გავლით იხარჯებოდა საქართველოში წლების განმავლობაში იმ ორგანიზაციის დაფინანსება, რომელიც დონალდ ტრამპმა მეორე ვადით არჩევისთანავე კორუპმპირებულ უწყებად გამოაცხადა და პროგრამების დიდი ნაწილის შეჩერების შემდეგ საერთოდ გააუქმა. ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციაა, რომ მისი წინამორბედების დროს „იუესაიდს“ საზღვარგარეთ პოლიტიკური ინტერესებისა და რადიკალური დღის წესრიგის გასატარებლად იყენებდნენ. სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მოცულობით მასალებსა და ფაილებში საქართველოზეცაა საუბარი. არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მოქალაქეების ქცევა-განწყობების შესაცვლელად მიცემული დავალებები, სოციალური ქსელების მონიტორინგი, არასასურველი ანგარიშების და გვერდების კოორდინირებული დაბლოკვა – მასალებში ნახსენებია რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია და განხილულია ისიც, თუ რა გავლენა მოახდინა საქართველოში „იუესაიდის“ პროგრამებზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის პროგრამამ, რომელიც მწვავე შიდა და საგარეო პროტესტის მიზეზად იქცა.
გაუქმებული სააგენტოს მრავალწლიანი საქმიანობის სქემები და არაერთგვაროვანი შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში – თათია ტაბეშაძის რეპორტაჟი.