USAID-ის ფაილები – შეფასებები

15:03, 28.11.2026

თეთრი სახლის მიერ USAID-ის 2019-2024 წლების შიდა მიმოწერისა და საიდუმლო მემორანდუმების გასაჯაროება უკვე რამდენიმე დღეა, ოფიციალურ თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა. „ქართულ ოცნებაში“ ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ გამოქვეყნებული დოკუმენტები ქვეყანაში გარე ძალების ქმედებებს კიდევ ერთხელ ადასტურებს. თუმცა, განსხვავებული პოზიციები აქვთ ოპოზიციაში. მიმოწერები დეტალურად აღწერს საქართველოში ამერიკის მიერ დაფინანსებულ მედია და კონტრდეზინფორმაციულ პროგრამებს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ შტატების წინა ადმინისტრაციების დროს USAID-ს იყენებდნენ იარაღად, რადიკალური დღის წესრიგის გასატარებლად, რომელიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ამერიკულ ღირებულებებს.

დოკუმენტებიდან ჩანს, რომ საქართველო USAID-ის გლობალურ პორტფელში ერთ-ერთ მთავარ საპილოტე ქვეყნად განიხილებოდა – დაწყებული სოციალური ქსელების მონიტორინგით, გაგრძელებული საქართველოს ხელისუფლებასთან 2023–2024 წლებში განვითარებული ღია დაპირისპირებით. ანგარიშებში დასახელებულია კონკრეტული ქართული „ენჯეოებიც“, რომლებიც USAID-ისა და მისი პარტნიორების პროექტებში მონაწილეობდნენ. მათ შორისაა: „სამართლიანი არჩევნები“, „ფაქტ-ჩეკი“ და 13 ორგანიზაციისგან შემდგარი კოალიცია. 

მსგავსი