უსაფრთხოების ზამთრის სკოლის მესამე სეზონი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტის, უსაფრთხოების ზამთრის სკოლის მესამე სეზონი დაიწყო. პროექტში სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებიდან 18 სტუდენტი მონაწილეობს. მსმენელებს პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას ქართველი და უცხოელი ექსპერტები ჩაუტარებენ.

პროექტი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. პარტნიორები არიან იუსტიციის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები. ზამთრის სკოლას ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრი მასპინძლობს.