უსაფრთხოების სამსახურის განცხადება 

განახლებული ბორდერიზაციის პროცესი. საოკუპაციო რეჟიმის მორიგი პროვოკაცია. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის მიმდებარედ ე.წ. საგუშაგოსთან, რუსმა სამხედროებმა უკვე არსებული მავთულხლართების უკან, დამატებითი კონსტრუქციები დაამონტაჟეს. ინფორმაციას საქართვლოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს და საოკუპაციო ძალების აღნიშნულ ქმედებას მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯად აფასებს. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს კიდევ უფრო მეტ პრობლემებს უქმნის მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების კუთხით და აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. საკითხთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და საერთაშორისო პარტნიორები.