უსაფრთხოების კონფერენცია მიუნხენში

12:02, 17.02.2018

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ამერიკის თავდაცვის მდივნისა და  საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა მიუნხენში, სადაც უსაფრთხოების კონფერენცია გრძელდება.

დღეს ტერეზა მეის, ჟან კლოდ იუნკერის, ბინალი ილდირიმისა და სერგეი ლავროვის სიტყვით გამოსვლებს მოუსმენენ. კონფერენციის მთავარი ნაწილის პარალელურად კი გრძელდება პანელური დისკუსიები, სადაც მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები და პოლიტიკოსები ძირითადად ატომური საფრთხის, ჯიჰადიზმის, რუსეთისა და ევროპის მეზობლად მცხოვრები ქვეყნების პრობლემებზე ისაუბრებენ.

მსგავსი