უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღე

მსოფლიო უსაფრთხო ინტერნეტის დღეს აღნიშნავს.

დაგეგმილ საერთაშორისო აქტივობებს საქართველოც უერთდება. სწორედ ინტერნეტის მოხმარების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მისი გადაჭრის გზებზე მსჯელობენ ამ წუთებში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრაზე იმ 5 პროექტის პრეზენტაცია მოეწყო, რომელსაც მოზარდების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სკოლებში, კომუნიკაციების ეროვნული კომისია განათლების სამინისტროსთან ერთად 2019 წელს განახორციელებს.

ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა კი უსაფრთხო ინტერნეტთან დაკავშირებით ეროვნული სტრატეგიის შექმნაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, სტრატეგიაში გაიწერება ის მიმართულებები, რომლების საკანონმდებლო დონეზე განხორციელებაა საჭირო.