ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

ფეხბურთის ფედერაციასა და „საქართველოს ბანკს“ შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი მემორანდუმი გაფორმდა. ბანკი უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური პარტნიორი გახდა.

შეგახსენებთ, რომ 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატს საქართველო და რუმინეთი 20 ივნისიდან-8 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებენ. შეხვედრები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის ნაკრებებთან ითამაშებს.

ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის მატჩების პირდაპირ ტრანსლაციებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.