რა მოლოდინებია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სამომავლო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ დასავლური კურსიდან გადახვევის შემდეგ, შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა არც ახალი ადმინისტრაციის პირობებში მოხდება.
საპირისპიროს ამტკიცებს მმართველი პარტია. „ქართულ ოცნებაში“ ტრამპის მიერ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ ახალ ადმინისტრაციასთან ღირებულებითი თანხვედრა აქვთ, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობებზე დადებით გავლენას მოახდენს.