ურთიერთბრალდებები პოლიტიკურ ძალებს შორის 

არჩევნების მოახლოებასთან ერთად წინასაარჩევნო გარემო ყოველდღე მძიმდება.

დმანისის ინციდენტის შემდეგ პოლიტიკური დღის წესრიგის და ურთიერთბრალდებების მთავარი თემა ევროკავშირის ოფისთან მომხდარი გუშინდელი სიტყვიერი დაპირისპირებაა. ფაქტიდან თითქმის ერთი დღის შემდეგ პირველ შეფასებას აკეთებს ევროკავშირის ელჩი, რომელიც გუშინდელ შემთხვევას ორი პარტიის ლიდერის მხრიდან ერთმანეთის მიმართ გამოხატულ აგრესიად მიიჩნევს. განცხადება ზედმეტად რბილი და მელიას მორიგი პროვოკაციისთვის მწვანე შუქის ანთებაა მმართველი გუნდისთვის, რომელიც ჯერ კიდევ ამ შეფასებამდე ევროკავშირის წარმომადგენლობის დაგვიანებულ რეაგირებაზე საუბრობდა. „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს თავმჯდომარეზე თავდასხმასა და მიზანმიმართული პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს და არჩევნებამდე მსგავს პროვოკაციებს კიდევ ელოდება.მართალია, ოპონენტები წინასაარჩევნო გარემოს დამძიმებაზე მთელ პასუხისმგებლობას მმართველ პარტიას აკისრებენ, თუმცა თავშეკავებაზე ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ირიბი მინიშნებები დღეს ნიკა მელიას მისამართითაც გაკეთდა.