ურთიერთბრალდებები ოპოზიციაში 

უთანხმოების ახალი ფაზა ოპოზიციურ ფლანგზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრის განცხადებამ საკმაოდ დიდი რეზონანსი და არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. ანა წითლიძეს ბარიერგადალახული დანარჩენი ოპოზიციური ძალების მიმართ კითხვები აქვს. შეკითხვები ეხება არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებების შეგროვებას და იმ საკითხებს, რის გამოც ყოფილ მმართველ პარტიას სხვა პოლიტიკურ აქტორებთან უნდობლობა და ეჭვები აქვს. შეკითხვების ერთ-ერთი მთავარი ადრესატი კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერები არიან. თემებზე, რაზეც, როგორც ირკვევა, ოპოზიციის შიგნით ვერ თანხმდებიან, მედიასთან ღიად საუბრობს წითლიძე და პირდაპირ ამბობს, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე მისი პარტიის ელექტორატის წართმევას ცდილობდნენ. „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებამდეც და შემდეგაც ოპოზიციის გაერთიანების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორია, თუმცა ყველა მცდელობა და ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა.