ურსულა ფონ დერ ლაიენის ანგარიში და დებატები ევროპარლამენტში
როგორ უნდა გადალახოს ევროპამ სერიოზული გამოწვევები და როგორ უნდა გაზარდოს ევროკავშირმა დამოუკიდებლობის ხარისხი – ურსულა ფონ დერ ლაიენის გამოსვლა ევროპარლამენტში ხმაურიანი აღმოჩნდა.
უკრაინა, კანადა, ჰიბრიდული ომი, კლიმატის ცვლილება, ციფრული უსაფრთხოება, მიგრაცია – ეს საკითხები იყო აქცენტირებული ევროკავშირის მდგომარეობაზე მომზადებულ ანგარიშში. ფონ დერ ლაიენი ევროპული თავდაცვის გაძლიერებისა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და პარტნიორებს შორის უფრო მჭიდრო კოორდინაციის ინიციატივით გამოვიდა. გაჟღერდა ახალი ინიციატივებიც. სტრასბურგში ევროკავშირის ერთ-ერთმა ლიდერმა გამოწვევებთან და მასშტაბურ ცვლილებებთან გასამკლავებლად კონკრეტული ხედვაც წარმოადგინა. გამოსვლა დებატებით გაგრძელდა, რა დროსაც ევროკომისიის ხელმძღვანელმა მისი მისამართით კრიტიკული გზავნილებიც მოისმინა. პოზიციები გაიყო უკრაინის დახმარების საკითხზე მიმდინარე დებატების დროსაც.