ურსულა ფონ დერ ლაიენი იაპონიაში ჩავიდა

„უკრაინაში სასტიკი ომის გამო, რუსეთი ყველაზე პირდაპირი საფრთხეა საერთაშორისო წესრიგისთვის“- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ტოკიოში ვიზიტისას. ურსულა ფონ დერ ლაინი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ფუმიო კიშიდას თქმით, „რუსეთის უკრაინაში შეჭრა არამხოლოდ ევროპას ეხება, არამედ არყევს საერთაშორისო წესრიგის საფუძველს, მათ შორის აზიაში“. ტოკიოში სამიტს ასევე ესწრებოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ევროკავშირის ლიდერების თქმით, ევროკავშირს სურს გახდეს უფრო მსხვილი აქტორი აზიაში. მხარეები შეთანხმდნენ, გააძლიერონ პარტნიორობა რუსეთთან ბრძოლაში, ისეთ საკითხებში როგორიცაა ენერგეტიკა.