ურბანული განახლების პროექტი ატენის ხეობაში

ატენის ხეობის არეალში ურბანული განახლების პროექტი დასკვნით ფაზაშია. მიმდინარეობს ეკლესიასთან ასასვლელი ბილიკისა და სოფლიდან ეკლესიამდე შემოვლითი გზის მოწყობა. აქტიურ ფაზაშია ტერასების საკონსერვაციო სამუშაოები, სრულად იცვლება გარე განათების სისტემა, ეწყობა ახალი ღობეები და ჭიშკრები, ასევე შენდება ახალი საფეხმავლო ხიდი.
თითქმის დასრულებულია ფანჩატურის, კაფისა და საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობა. უახლოეს პერიოდში განახლდება ეკლესიასთან მისასვლელი საფეხმავლო ბილიკის საფარი, ასევე იგეგმება საავტომობილო ხიდისა და ავტოსადგომის მოწყობა. პროექტს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 3.6 მილიონი ლარის დაფინანსებით.