უპატრონო ცხოველების პოპულაციის მართვის პროგრამა
უპატრონო და მიკედლებულ ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების მიზნით, ახალი პროგრამა დაიწყო. ის ამ ეტაპზე საპილოტეა და ქვეყნის სამ რეგიონს – აჭარას, იმერეთსა და კახეთს მოიცავს. დაგეგმილია ცხრა ათასამდე მიუსაფარი ცხოველის კასტრაცია-სტერილიზაცია, საჭიროების შემთხვევაში ცოფზე აცრა და სხვადასხვა დიაგნოსტიკური ტესტირება. შესაბამისი პროცედურებისთვის უპატრონო ცხოველები თავშესაფრებში სპეციალურად შექმნილ ეკიპაჟებს გადაჰყავთ. პროექტის მიზანი მიუსაფარი ცხოველების უკონტროლო გამრავლების შეჩერება და ადამიანებისა და ცხოველების სხვადასხვა ინფექციებისგან დაცვაა. თუმცა საპილოტე პროგრამას უფლებადამცველი ორგანიზაციები აკრიტიკებენ და კონკრეტულ ხარვეზებზე მიანიშნებენ.