უნიკალური ნამოსახლარი რაჭაში 

13:22, 23.10.2026

რაჭაში უნიკალური ნამოსახლარი აღმოაჩინეს. სა​ქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, არქეოლოგიის დოქტორ ნიკოლოზ გობეჯიშვილის ხელმძღვანელობით, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღებში, ადგილ შოშეთში, წინარეანტიკური ხანის ნამოსახლარი გამოავლინა, რომელიც კოლხურ არქეოლოგიურ კულტურას მიეკუთვნება.

ს​აველე სამუშაოების შედეგად, არქეოლოგებმა მოზრდილი ქვებით ნაგებ კედლებსა და არქიტექტურულ დეტალებს მიაკვლიეს, რაც მასშტაბური დასახლების არსებობაზე მიუთითებს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად მიღებული მონაცემები კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ აღნიშნულ პერიოდში მთიან კოლხეთში, მეტალურგია და ხელოსნობის სხვადასხვა დარგები მაღალ დონეზე იყო განვითარებული. სამუშაოები  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

მსგავსი