უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

უნგრეთი ვეტოს დაადებს ბულგარეთის შენგენის ზონაში შეყვანას, თუ ისინი არ გააუქმებენ ტრანზიტის გადასახადს რუსულ გაზზე. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. ქვეყნის პირველი დიპლომატი აცხადებს, რომ უნგრეთმა ამის შესახებ ბულგარეთს გარკვევით აცნობა. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ როგორც კი სატრანზიტო გადასახადი გაუქმდება, ვეტო მოიხსნება. 2021 წელს რუსეთთან დადებული შეთანხმების შედეგად, უნგრეთი ყოველწლიურად 4,5 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს ყიდულობს რუსეთიდან, რომელიც ბულგარეთის და სერბეთის გავლით შედის უნგრეთში.