უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის ვიზიტი 

უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი, პიტერ სიარტო სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეწვია.

საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. უნგრეთის პირველმა დიპლომატმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობაზე და პროგრამაში საქართველოს გამორჩეულ როლზე ისაუბრა.

დატოვე კომენტარი