უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი

უნგრეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრა უკვე ნახევარი საათია მიმდინარეობს. პირისპირ დისკუსიების შემდეგ, აუდიენცია გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. განიხილება როგორც პოლიტიკური საკითხები, ასევე ეკონომიკური პროექტები. შეხვედრის დაწყებამდე კი დახვედრის ოფიციალური ცერემონია შედგა. შესრულდა ორივე ქვეყნის ჰიმნები. ვიქტორ ორბანი თბილისს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად სტუმრობს.

სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.