თბილისში, ეკონომიკურ საკითხებში თანამშრომლობის, უნგრეთ-საქართველოს სამთავრობათშორისო კომისიის სხდომა გაიმართა.
რიგით მეექვსე ეკონომიკურ კომისიაზე, ორი ქვეყნის თანამშრომლობა განიხილეს. მთავარი ინტერესის სფერო ეკონომიკის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და განათლების სექტორებია. სხდომის დასრულების შემდეგ, ოქმს სამთავრობათშორისო კომიტეტის ორმა თანათავმჯდომარემ: საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ და უნგრეთის მხრიდან თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მოაწერეს ხელი.