უმრავლესობის ყოფილი წევრები ახალ ორგანიზაციას ქმნიან

„ქართული ოცნებიდან“ წასული სამი დეპუტატის რიგებს, კიდევ ერთი კანონმდებელი შეუერთდა.

ამჯერად მმართველი გუნდი და საპარლამენტო თანამდებობა გურამ მაჭარაშვილმა დატოვა. უმრავლესობიდან გასული სამეულის მსგავსად მაჭარაშვილიც პარტიიდან წასვლის მიზეზად, საზოგადოებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას ასახელებს. დეპუტატი მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ პროცესში საჭიროა ამომრჩეველს ღიად ესაუბროს და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმაროს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები ახალ საზოგადოებრივი მოძრაობას აფუძნებენ. ახალი გაერთიანების მიზანიც საზოგადოებისთვის სიმართლის თქმაა. მოძრაობას უერთდებიან სხვადასხვა რეგიონების საკრებულოებში მმართველი გუნდიდან გასული დეპუტატებიც.

რა გამოხმაურება მოყვა „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების გადაწყვეტილებას, – მანანა დევაძე დეტალებით.