უმრავლესობის ლიდერის კომენტარი

უმრავლესობის ლიდერი დღეს სოციალურ ქსელში განმარტებითი ბანერების დაბლოკვის ფაქტსაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ ბანერები, რომელზეც დატანილი იყო სიმართლე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე, მიზანმიმართულად დაარეპორტეს და ამ ფაქტის უკან, მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ თავისივე აპრობირებული მეთოდებით დგას.