უმრავლესობის კანონპროექტი ბიუროზე დარეგისტრირდა 

საარჩევნო სისტემის გარკვევის შემდეგ დავა მაჟორიტარული ოლქების გარშემო იწყება.

ოპოზიციას ამჯერად 73-დან 30-მდე შემცირებული ოლქების საზღვრების დადგენის პრინციპი არ მოსწონს. ყველაზე მეტი პრეტენზია თბილისთან დაკავშირებით გაჩნდა. თუმცა კონსულტაციების შედეგად მმართველი გუნდი და ოპოზიცია შეთანხმდა, რომ დედაქალაქს რვა მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება.

პარლამენტში უკვე ინიცირებულია ახალი საარჩევნო მოდელი, რომელიც მანდატების 120/30-ზე თანაფარდობას, 1 %-იან ბარიერს და მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო ე. წ. 40 %-იან ბარიერს გულისხმობს.

ბიუროს სხდომას ოპოზიციის ნაწილმა ისევ ბოიკოტი გამოუცხადა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო ცვლილების კენჭისყრის დროს ოპონენტები სხდომათა დარბაზში დაბრუნდებიან.

თეონა მანაგაძე დეტალებით.

დატოვე კომენტარი