უმცირესობა-უმრავლესობა პრემიერის აშშ-ში ვიზიტს აფასებს

პრემიერ-მინისტრის ვიზიტს და ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებს საქართველოს პარლამენტში ეხმაურებიან.

შიდა პოლიტიკურ საკითხებსა და ანაკლიის პორტზე დასმულ აქცენტებს საქართველოს ხელისუფლების გაფრთხილებად აფასებს ოპოზიცია. დეპუტატების შეფასებით, შემაშფოთებელია, როდესაც მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან მსგავსი განცხადებები საჯაროდ კეთდება.

განსხვავებულია უმრავლესობის შეფასებები. ისინი მნიშვნელოვანს უწოდებენ როგორც პრემიერ ბახტაძის შეხვედრებს, ისე ამ შეხვედრების შედეგს.

დატოვე კომენტარი