უკრაინული ხორბლით დატვირთულმა პირველმა ხომალდმა ოდესა უკვე დატოვა. ინფორმაციას თურქული სააგენტოები ავრცელებენ. თურქეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საკოორდინაციო შტაბის ფარგლებში რუსეთის, უკრაინისა და გაერო-ს წარმომადგენლებთან მოლაპარაკება გამართა, რა დროსაც პირველი გემის პორტიდან გასვლის დრო შეთანხმდა.
როგორც ცნობილია, უკრაინული ხორბლის ექსპორტის განახლების შესახებ შეთანხმება გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით უკრაინასა და რუსეთს შორის 22 ივლისს გაფორმდა. თურქეთში ვარაუდობენ, რომ უკრაინული ხორბლით დატვირთული პირველი გემი თურქეთში 2 აგვისტოს ჩავა, საიდანაც ლიბანში გაემგზავრება.