უკრაინული დელეგაციის ვიზიტი

თბილისში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის ვეტერანთა საქმეების მინისტრი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

შეხვედრა გაიმართა საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში. მიზანი, მხარეებს შორის მუშაობის, სტრატეგიის, მიმართულებების, პრიორიტეტების გაცნობა და უწყების გამოცდილების გაზიარებაა. ისაუბრეს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზეც.