უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეჩერების თავიდან ასარიდებლად, სენატმა კანონი ქვეყნისთვის 40 მილიარდი დოლარის გამოყოფის თაობაზე, 19 მაისამდე უნდა დაამტკიცოს. ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
მისი თქმით, თუ 19 მაისამდე კანონის მიღება ვერ მოხერხდა, ეს გავლენას მოახდენს ამერიკის უნარზე, უკრაინისთვის უწყვეტი მიწოდება უზრუნველყოს. მან სენატს მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედოს.