უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
- უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც პეტრო პოროშენკოს პრესსამსახური იტყობინება, სატელეფონო საუბრისას უკრაინის ლიდერმა რუსეთის ხელისუფლებას უკრაინელი პატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ამავე დროს, პეტრო პოროშენკომ რუსეთში დაპატიმრებულ რეჟისორ ოლეგ სენცოვთანუკრაინის ომბუდსმენის შეშვების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
- ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიგრანტთა ოჯახების განცალკევების აკრძალვაზე ბრძანებას ხელი მოაწერა. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში განმარტებულია, რომ ოჯახების განცალკევების აკრძალვის მიუხედავად, საიმიგრაციო პოლიტიკა „ნულოვანი პოლერანტობა“ მომავალშიც გაგრძელდება.
- თურქეთში საარჩევნო კამპანია დასასრულს უახლოვდება. ვადამდელ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პრეზიდენტობის კანდიდატები ამომრჩევლებთან ბოლო შეხვედრებს მართავენ. 24 ივნისის შემდეგ, თურქეთს ქვეყნის ისტორიაში პირველად ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც უფლებამოსილებას საპრეზიდენტო სისტემის ფარგლებში შეასრულებს. 2017 წლის რეფერენდუმის გამო, პრეზიდენტის ინსტიტუტი მნიშვნელოვნად იქნება გაძლიერებული და ის მთავრობის ხელმძღვანელის ფუნქციებსაც შეითავსებს.