უკრაინის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები

უკრაინის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია. ეროვნული ეგზიტპოლის თანახმად, მეცხრე მოწვევის რადაში ხუთი პარტია გავა. ფავორიტი არის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახური“. მას ხმა 43,9 პროცენტმა მისცა.

ეგზიტპოლით მეორე ადგილზეა „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“ 11,5 პროცენტით. რადაში მოხვდება უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს პარტია „ევროპული სოლიდარობა“. მას ხმა 8,9%-მა მისცა.

ეგზიტპოლები აჩვენებს, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში შევა იულია ტიმოშენკოს პარტია „ბატკივშინა“ 7,6 პროცენტით და როკ მუსიკოს ვლადისლავ ვაკარჩუკის პარტია „გოლოსი“ 6,3% პროცენტით. ცესკო პირველ წინასწარ შედეგებს გვიან ღამით გამოაქვეყნებს.

ახალი მოწვევის რადა 9 სექტემბრამდე უნდა შეიკრიბოს.

ახალი კვირა