უკრაინის საკითხის განხილვა ევროპარლამენტსა და გაერო-ში

ხანგრძლივი ტაში ევროპარლამენტის დარბაზში და ემოციური მიმართვა ევროპელ დეპუტატებს – უკრაინის პრეზიდენტი ევროპარლამენტის სპეციალურ სესიაზე ონლაინ ჩაერთო.

ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის ხელმოწერის და ბრიუსელში გაგზავნის შემდეგ ომში მყოფი ქვეყნის პირველმა პირმა დღეს ბრიუსელს უთხრა, რომ უკრაინა ევროპული არჩევანისთვის იბრძვის.

„მოგიწოდებთ, დაგვიმტკიცოთ, რომ ჩვენთან ხართ და არ მიგვატოვებთ“ -ასეთი იყო ზელენსკის მთავარი გზავნილი.

სამხედრო აგრესიის გამო რუსეთის მიმართ უმწვავესი განცხადებები დღეს მხოლოდ ევროპარლამენტის დარბაზში არ ისმოდა. უკრაინაში მიმდინარე ომი დღის წესრიგის მთავარი თემა იყო გაერო-შიც. ადამიანის უფლებების საბჭოს დისტანციურად მიმართა სერგეი ლავროვმაც, თუმცა პროტესტის ნიშნად მონაწილეების ნაწილმა დარბაზი დატოვა. აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების შეჩერება, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმება – რუსეთის პირველი დიპლომატის გზავნილები დღესაც მუქარის შემცველი იყო.