უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის კადრების გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს. მისი თქმით, კიევმა „მკვეთრი, მაგრამ სამართლიანი ნაბიჯი გადადგა. დიპლომატიაში ეს უკიდურესად მკაცრი ფორმაა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამას იმსახურებს“, – განაცხადა კულებამ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის „სიკვდილით დასჯა“ სურს პირადი სიძულვილისა და შურისძიების გამო, რასაც კულება „სტალინურ მეთოდს“ უწოდებს. მისი თქმით, საქართველოს ელჩს სამშაბათს დილით გამოიძახებენ, რის შემდეგაც „მასთან სათანადო საუბარი ექნებათ“.