უკრაინის რადას დეპუტატის განცხადება

„დროა, შეცვალოთ სტრატეგია არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც“ – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, რუსეთმა ეკონომიკური მდგომარეობა დაასტაბილურა, მობილიზაცია გაზარდა, დაიწყო სამხედრო ტექნიკის წარმოება. „სამწუხაროდ, არანაირი ნატო არ იქნება“ – წერს გონჩარენკო ტელეგრამ-არხზე. მისივე თქმით, უკრაინა არის ერთადერთი, რაც რუსეთს უშლის ხელს, კვლავ გახდეს მსოფლიო ზესახელმწიფო. მისივე შეფასებით, დასავლეთის ბლოკის ერთადერთი ძლიერი სახმელეთო არმია არის უკრაინული. როგორც გონჩარენკო ამბობს, სწორედ ეს კოზირი უნდა გამოიყენოს უკრაინამ დასავლეთთან ალიანსების გასაფორმებლად.