უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტი მოსახლეობას მოუწოდებს არ ჩავარდნენ პანიკაში და შეინარჩუნონ სიმშვიდე. როგორც ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რუსული აგრესიის რისკები უკვე მრავალი წელია არსებობს. მისი თქმით, ახლა მუდმივი თავდასხმა არა მათ მიწაზე, არამედ მათ ნერვებზე ხორციელდება, რომ მუდმივად იყოს განგაშის შეგრძნება. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, ახლა პანიკის საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ ის გარემოება, თუკი მოქალაქეები თავად ჩავარდებიან პანიკაში, დაიწყებენ ანგარიშებიდან თანხის განაღდებას, მაღაზიებიდან სურსათის მომარაგებასა და ყალბი ინფორმაციის გავრცელებას.