უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა

„მინდა კიდევ ერთხელ და ცალკე გავაფრთხილო ყველა, ვინც მოსკოვში შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს: თქვენი ნებისმიერი მცდელობა, ააფეთქოთ კახოვსკის ჰიდროელექტროსადგური და დატბოროთ ჩვენი ტერიტორია და დააზიანოთ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, ნიშნავს, თქვენს მიერ ომის მთელი მსოფლიოსთვის გამოცხადებას. დაფიქრდით, რა დაგემართებათ“-  მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის ხელისუფლებას. ზელენსკის თქმით, ახლა დონეცკის რეგიონში ყველაზე დიდი დაპირისპირებაა და იქ ბევრი რამ წყდება. პრეზიდენტის თქმით, ისინი ნელ-ნელა მიიწევენ წინ სამხრეთით და პოზიციებს იმაგრებენ. უკრაინის ლიდერი ასევე გამოეხმაურა რუსეთის მიერ გავრცელებულ განცხადებას ხერსონიდან შეიარაღებული ძალების გაყვანის შესახებ და განაცხადა, რომ უკრაინა სიფრთხილეს გამოიჩენს.