უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა

„ჩვენ გავიგონეთ ჩვენს ცაზე და დავინახეთ მიწაზე, რომ დასავლეთის პასუხი და არსებული სანქციები საკმარისი არ არის“,-  ეს ვლადიმირ ზელენსკის კიდევ ერთი განცხადებაა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს ადრე თუ გვიან, მოუწევს უკრაინასთან საუბარი იმაზე, თუ როგორც უნდა დასრულდეს საომარი მოქმედებები. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ დარტყმის ქვეშ ერთიანად არიან სამხედროებიც და მშვიდობიანი მოქალაქეებიც.