უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა

„წარმოგიდგენთ მშვიდობის ფორმულას, რომელმაც შესაძლოა, იმუშაოს არამარტო ჩვენთვის, არამედ ყველასთვის, ვინც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება“- ასე მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე შეკრებილებს ვიდეოჩართვისას. მან ხუთი მიმართულება დაასახელა, რომელთა მოგვარება ხელს შეუწყობს უკრაინაში რუსეთის აგრესიის დასრულებას. განსაკუთრებული ყურადღება რუსეთის დასჯაზე გაამახვილა, რაც მოიცავს მოსკოვზე სანქციების დაწესებას და საერთაშორისო იზოლაციას. მისი თქმით, ასევე საჭიროა „სიცოცხლის დაცვა, რისთვისაც უკრაინას იარაღი, ფინანსები და საერთაშორისო მხარდაჭერა სჭირდება. დანარჩენი სამი მიმართულება კი მოიცავს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, უსაფრთხოების გარანტიებს პარტნიორებისგან და მთელი მსოფლიოს სიმტკიცეს, – იბრძოლონ რუსეთის აგრესიის აღსაკვეთად“ -აღნიშნა ზელენსკიმ.