უკრაინის პრეზიდენტის ინტერვიუ
უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონს რუსეთზე არასაკმარისი ზეწოლის გამო აკრიტიკებს და სამხედრო დახმარების შეფერხებაზე საუბრობს. „ბიბისისთან“ ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო სისტემების დეფიციტი უკრაინელი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა ყურადღება ახლო აღმოსავლეთზე გადაიტანა და უკრაინისთვის „პეტრიოტის“ რაკეტების მიწოდება შეაფერხა. ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ანტიკორუფციული უწყებები დამოუკიდებლები არიან და მათ საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია. ზელენსკიმ ასევე გააკრიტიკა დონალდ ტრამპის მიერ ვლადიმერ პუტინთან მეგობრული ურთიერთობის საჯაროდ დემონსტრირება და აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი აგრესორი და მკვლელია, შესაბამისად, ის მეგობარი ვერ იქნება.