უკრაინის პრეზიდენტის განცხადება

12:17, 12.07.2026

„უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს, ჩვენს დროში უკრაინა და პოლონეთი ერთი საერთო საფრთხის წინაშე დგანან. ეს საფრთხე რუსეთია“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლინის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით განაცხადა. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ კიევი ცდილობს, სამძებრო სამუშაოები დააჩქაროს და თავის წვლილს შეიტანს ვოლინის ტრაგედიის დროს დაღუპულთა შესახებ ფაქტების სამართლიანად გამოძიებაში. ამასთან, უკრაინის ლიდერი აღნიშნავს, რომ კიევი და ვარშავა ახლა საერთო საფრთხის წინაშე დგანან, რომელიც მოსკოვიდან მოდის.

მსგავსი