უკრაინის პრეზიდენტის განცხადება

„რუსი ოკუპანტები დღეს იმ კონკრეტულ ეტაპზე არიან, როცა რუსეთის სტრატეგიული დანაკარგი უკვე აშკარაა, თუმცა ტაქტიკურად მათ ჯერ კიდევ აქვთ შეტევითი მოქმედებების მცდელობის რესურსი“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინამ უნდა გააგრძელოს მუშაობა მდგრადობის გასაძლიერებლად და დარჩეს ერთიანი სწრაფვაში, რათა აღჭურვოს ჯარისკაცები საჭირო იარაღით. უკრაინის ლიდერის განცხადებით, აუცილებელია, ყოველთვიურად მნიშვნელოვნად გაიზარდოს გლობალური ზეწოლა რუსეთზე.