უკრაინის პრეზიდენტის განცხადება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სხვადასხვა უწყებაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ეხმაურება. მისი თქმით, ზოგიერთ სფეროში კანონიერების გარანტიის ერთადერთი გზა არის ხელმძღვანელების შეცვლა, ინსტიტუციური ცვლილებების დანერგვასთან ერთად. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების სტრუქტურებში მიმდინარე პროცესები იყოს სუფთა.