უკრაინის დამოუკიდებლობის დღე

დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით კიევში და უკრაინის სხვა ქალაქებში ღონისძიებებია დაგეგმილი. უკრაინაში ელოდებიან სტუმრებს სხვადასხვა ქვეყნიდან. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე კიევის დამოუკიდებლობის მოედნიდან მიულოცა. თავის გამოსვლაში მან განაცხადა, რომ უკრაინა დღეს დამოუკიდებლობისთვის იბრძვის და არასდროს წავა დათმობებზე ოკუპანტ ძალასთან. მისივე თქმით, უკრაინა დღეს გაძლიერებულია და ევროპისა და აშშ-ის ღირსეული და თანასწორი პარტნიორია. მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, დამატებით სანქციები დაუწესდათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც კავშირი აქვთ რუსეთის აგრესიასთან. მათ შორის სანქციები შეეხო პუტინის ახლო ნათესავებსაც.