უკრაინის დამოუკიდებლობის დღე

31 წელი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან: უკრაინა ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავს. მთელი დღეა, ქვეყანაში უსაფრთხოების განსაკუთრებული განსაკუთრებული ზომებია მიღებული, ჩართული იყო განგაშის სიგნალიც, რადგან ხელისუფლება რუსეთიდან ახალ დარტყმებს არ გამორიცხავს. დღესვე ზუსტად ექვსი თვე გავიდა რუსეთის შეჭრიდან და ომის დაწყებიდან. პრეზიდენტი ზელენსკი მთავარ მიზნად გამარჯვებას და ყველა ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნებას აცხადებს. არანაირი დათმობა და კომპრომისი – ასეთია ქვეყნის პირველი პირის გზავნილი. უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ქვეყანა საერთაშორისო საზოგადოების მხარდამჭერ გზავნილებს და სამხედრო-ფინანსური დახმარების გაგრძელების პირობას იღებს. მსოფლიო ლიდერებმა რუსეთს უკრაინის ტერიტორიიდან საოკუპაციო ძალების გაყვანისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.