უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ, „ენერგოატომში“ კორუფციული საქმის ფარგლებში, ბიზნესმენ ტიმურ მინდიჩს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ბრალდებული უკრაინაში არ იმყოფება, გამოძიება ეჭვმიტანილს ვერ დაუკავშირდა. პროკურორები აცხადებდნენ, რომ მინდიჩის დასაკავებლად, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდეგ საქმე, შესაძლოა, ინტერპოლს გადაეცეს. „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ ბიზნესმენის, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ახლო მეგობრის, სტუდია „კვარტალ 95-ის“ თანამფლობელის, ტიმურ მინდიჩის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. მედიასაშუალების ცნობით, მინდიჩმა უკრაინა ჩხრეკამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა.