უკრაინიდან დეპორტირებული რამდენიმე ქართველი საქართველოში ჩამოვიდა

უკრაინიდან დეპორტირებული რამდენიმე ქართველი საქართველოში ჩამოვიდა.

დეპორტირებულებმა ფოთის პორტის ტერიტორია ღამით დატოვეს. მედიასთან კომენტარი გააკეთა ტელეკომპანია  „რუსთავი 2“-ის კიევის ბიუროს ოპერატორმა თამაზ შავშიშვილმა. მისი თქმით, უცნობმა პირებმა ის სახლიდან გაიტაცეს და თვალებახვეული მიიყვანეს გემზე. მისივე თქმით, მას საქართველოში უკრაინის ბადრაგი ჩამოჰყვა, რომლებმაც განუმარტეს, რომ სამი წლის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე ვერ შევა. შავშიშვილი ვერ აკონკრეტებს რაოდენობას, თუ რამდენი დეპორტირებული ადამიანი ჩამოვიდა უკრაინიდან საქართველოში. შავშიშვილის თქმით, ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა მოითხოვოს პასუხები უკრაინისაგან თუ რა მოხდა და რატომ.