საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი ინიციატივა და დახმარება უკრაინელ ბავშვებს, რომლებიც სამშობლოდან ომის მძიმე შედეგებს გამოექცნენ და თავი ჩვენს ქვეყანას შეაფარეს.
თბილისში მიხეილ გრუშევკის სახელობის 41-ე საჯარო სკოლის ბაზაზე უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა. სწავლება ყველა საგანში უკრაინულ ენაზე, პირველიდან მე-11 კლასის ჩათვლით არის შესაძლებელი. სასწავლო პროცესში კი როგორც უკრაინიდან ჩამოსული, ისე ადგილობრივი მასწავლებლები ჩაერთვებიან. 41-ე საჯარო სკოლის ახალ სექტორში სწავლა დღეს ოფიციალურად დაიწყო. უკრაინულენოვანი სექტორის გახსნა პრემიერ-მინისტრის დავალებით განათლების სამინისტრომ ორ კვირაში უზრუნველყო. პარალელურად, სულ უფრო მეტი უკრაინელი ბავშვი ირიცხება ქართულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში.