უკრაინაში სტიქიის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 23 დაშავდა. დაშავებულთა შორის ორი ბავშვია. მონაცემებს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, იგორ კლიმენკო ავრცელებს. მსხვერპლია ოდესის, ხარკოვის, ნიკოლაევის ოლქებში და კიევში. რთული მდგომარეობა ოდესაში, სადაც ძლიერი ყინვისა და ქარბუქის გამო, ხუთი ადამიანი დაიღუპა, სამაშველო სამსახურების დახმარება 2 500-მდე ადამიანს დასჭირდა. გზების ნაწილზე შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა. სტიქიის გამო, 11 ოლქში ელექტროენერგია 400-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს არ მიეწოდება.