უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ იმსჯელებენ

უკრაინაში რადას საგანგებო სხდომისთვის ემზადებიან, სადაც ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ იმსჯელებენ.

უკრაინა-რუსეთს შორის ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ქერჩის სრუტეში რუსული ხომალდების მხრიდან უკრაინული გემების მიმართ გახსნილი ცეცხლის შემდეგ, უკრაინა რუსეთს აგრესიაში, საომარი მოქმედებების ესკალაციაში ადანაშაულებს და გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს.

საერთაშორისო საზოგადოება მხარეებს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს.