უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში მიმდინარე ომს კიდევ ერთი ქართველი ემსხვერპლა. 47 წლის კახა გოგოლი ლუგანსკის ოლქში იბრძოდა. ის რუსი ოკუპანტების საჰაერო თავდასხმისას დაიღუპა. ცხედრის გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა სამშაბათს დაიწყება. საქართველოს საელჩო შესაბამის უწყებებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. უწყებაში განმარტავენ, რომ სავარაუდოდ, კვირის ბოლოს კახა გოგოლს მშობლიურ ფოთში გადაასვენებენ. უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას უკვე 17 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.