უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს, რის შედეგადაც 144 უკრაინელი ტყვე, მათ შორის „აზოვსტალის“ 95 დამცველი გათავისუფლდა. ტყვეთა გაცვლის შედეგად, უკრაინამ „აზოვის“ პოლკის წევრები პირველად დაიბრუნა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, სოციალურ ქსელში ავრცელებს განცხადებას, სადაც წერია, რომ ეს ყველაზე დიდი გაცვლაა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გათავისუფლებულ უკრაინელთა უმეტესობას სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები აღენიშნება და ყველა მათგანს სათანადო გადაუდებელი სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება გაეწია.