„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, უკრაინამ აშშ-ში გადაგზავნილ სამშვიდობო გეგმაში გამორიცხა შეიარაღებული ძალების დონბასიდან გაყვანის შესაძლებლობა. როგორც გავლენიანი ამერიკული გამოცემა იუწყება, გეგმაში, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ ვაშინგტონს წარუდგინა, ნათქვამია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა შეინარჩუნონ კონტროლი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე იმ ტერიტორიაზე, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერ არ არის ოკუპირებული. უკრაინული მხარის მიერ შედგენილი გეგმა, რომელიც 20 პუნქტს მოიცავს, 10 დეკემბერს გადაუგზავნეს ტრამპის ადმინისტრაციას. როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, ამ დოკუმენტიდან ამოღებულია ის პუნქტები, რომლებიც კიევის წითელ ხაზებს წარმოადგენს. ერთ-ერთი ასეთი, დონბასის ტერიტორიას ეხებოდა. ასევე უკრაინა ითხოვს, რომ დასავლეთმა იურიდიულად გამყარებული უსაფრთხოების გარანტიები მისცეს კიევს, რუსეთის მხრიდან სამომავლო აგრესიისგან დასაცავად.